ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა $3 მილიარდის რუსული აქტივები გაასაჯაროვა

ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა რუსული აქტივების მონაცემები გაასაჯაროვა. ამის შესახებ Reuters წერს. ბაჰამებზე $ 3 მილიარდი რუსული წარმომავლობის აქტივი აღმოჩნდა, რომლის მფლობელებსაც აქვთ კავშირი რუსეთის ფედერაციასთან. აქედან $420 მილიონი დეპოზიტებია და $2,5 მილიარდის აქტივები. 

საგულისხმოა, რომ ბაჰამის კუნძულებმა აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ფონზე რუსეთის ორგანიზაცებთან ფინანსური ოპერაციები 12 მარტს შეაჩერა. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. 

შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

ასევე წაიკითხეთ 

Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს 

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის  

ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს